მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტებასი: “ბარსელონამ” მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა”

ტებასი: “ბარსელონამ” მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა”

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის გამართულ შეხვედრაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კატალონიური კლუბის მომდევნო ეტაპზე გასვლაში არბიტრს წვლილი არ მიუძღვის.

“მსაჯობის გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობთ. განვიხილავთ წინადადებებს, ვართ FIFA-ს კომისიის წევრი, რომელიც ამ საკითხს სწავლობს და მუშაობას მომავლშიც განვაგრძობთ.

ასეა თუ ისე, “ბარსელონა” პსჟ-ს მაინც დაამარცხებდა. კატალონიელებმა ეპიკური რამ ჩაიდიდეს, რაც აუცილებელი იყო.

პსჟ-ს პრეზიდენტს ვეთანხმები. მან განაცხადა, რომ არბიტრს თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ვერავინ იფიქრებდა, გავიდოდა თუ არა თამაშის ბოლოს გოლი.

“ბარსელონამ” მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. კატალონიელებს ისტორიის გადაწერას ვულოცავ.” – აცხადებს ტებასი, რომელიც მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თავის სიმპათიებს არ მალავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში