მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კატალანი: “პერესი “ბარსელონასა” და პსჟ-ს მატჩის არბიტრებით უკმაყოფილო იყო”

კატალანი: “პერესი “ბარსელონასა” და პსჟ-ს მატჩის არბიტრებით უკმაყოფილო იყო”

ფლორენტინო პერესი “ბარსელონასა” და პსჟ-ს მატჩის არბიტრთა მუშაობამ აღაშფოთა. ამის შესახებ ინფორმაცია ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრის შემდეგ, “ბეტისის” ვიცე-პრეზიდენტმა, ლოპეს კატალანმა გაავრცელა.

როგორც იცით, “რეალისა” და “ბეტისის” მატჩში, მატეო ლაოსმა უხეში შეცდომა დაუშვა. მან კეილორ ნავასი მოედნიდან არ გააძევა, რომელმაც დარკო ბრაშანაჩი საჯარიმოსთან ახლოს წააქცია.

“ლაოსის ქმედებებმა გაგვაოცა. პერესი “ბარსელონასა” და პსჟ-ს მატჩის არბიტრთა მუშაობით აღშფოთებული იყო, მაგრამ ჩვენ შეხვედრაში პრაქტიკულად იგივე მოხდა.“-ციტირებს კატალანს AS.

“ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენის” პირველი დაპირისპირება ფრანგთა გამარჯვებით, 0:4 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი კატალონიურმა კლუბმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა (6:1).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში