“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “დეპორტივოსთან” დამარცხების შემდეგ (1:2) კომენტარი გააკეთა.
“პსჟ-სთან მატჩის შემდეგ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საკმარისი დრო გავიდა, რათა ფორმა აღგვედგინა. ჩვენ ყურადღებით მივუდგებით ჩემპიონატში ბრძოლას.
“დეპორტივომ” პრესინგი განახორციელა და მჭიდროდ თამაშობდა. ჩვენ თამაშს რაღაც უნდა შევმატოთ. ზოგჯერ გამარჯვებებია, ზოგჯერაც კი დამარცხებები.
პირველ ტაიმში რამდენიმე წუთით კონცენტრაცია დავკარგეთ. ფეხბურთში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.
“დეპორტივო” გადარჩენისთვის იბრძვის. როდესაც მათ შანსს აძლევ, ისინი არ გპატიობენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან რთული იქნებოდა.” – განაცხადა ურუგვაელმა.



