ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფატინო “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის გამართულ არაამქვეყნიურ მატჩზე (6:1) საუბრობს. მან სადავო თერთმეტმეტრიანზეც გააკეთა კომენტარი.
“ეს წარმოუდგენელი მატჩი იყო. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთი ფანტასტიკური თამაშია.
სუარესზე პენალტი? იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სამართლიანი ან არასამართლიანი, ჯერჯერობით, ასეთი მომენტები მსაჯის შეხედულებაზე დამოკიდებული რჩება. მომავალში ვიდეო რეფერები არბიტრთა აშკარა შეცდომებს გამოასწორებს. ამ შემთხვევაში არ ვიცი, იყო თუ არა იქ აშკარა შეცდომა. თუმცა, მომავალში შეცდომები აღარ იქნება”, – აცხადებს ინფანტინო.


