ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის გამართულ საოცარ განმეორებით მატჩს (6:1) “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც ეხმაურება.
“2 კვირის წინ ლუის ენრიკე იდიოტი იყო და ყველა ამბობდა, რომ მან პოსტი უნდა დატოვოს. მან განაცხადა: “კარგი, მივდივარ”. ახლა კი ის გმირი გახდა. თუმცა, მწვრთნელის სამუშაო ასეთია.
მატჩის ყურება ბოლომდე გავაგრძელე მას შემდეგაც კი, რაც პსჟ-მ გაიტანა. ეს საინტერესო იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მინდოდა მენახა, როგორ დაასრულებდა “ბარსელონა” შეხვედრას. ასეთი მატჩის ბოლოს კი გიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია მწვრთნელი ვარ”, – აცხადებს ვენგერი.