დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ცნობილი გახდა ”ბარსელონას” განაცხადა ”დეპორტივოსთან” მატჩისთვის. განაცხადს დაუბრუნდა მაქსველი, რომელმაც გამოტოვა სათასო შეხვედრა ”ატლეტიკის” წინააღმდეგ. მაქსველის დაბრუნებამ პეპ გვარდიოლას საშუალება მისცა ”დეპორტივოსთან” მატჩისთის პირველი გუნდის 20-ივე ფეხბურთელი გამოეძახა. შაბათის მატჩისთვის გვარდიოლას გუნდის განაცხადში ”ბარსელონა ბ”-ს ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარაც მოხვდა. მატჩის წინ ამ 21 ფეხბურთელიდან 3 განაცხადს მიღმა დარჩება.
21 ფეხბურთელი დღეს დილით, საშუალო ტემპერატურაში ”Ciutat Esportiva Joan Gamper”-ის მოედანზე ვარჯიშობდა. ერიკ აბიდალი ვარჯიშზე ყველაზე ბედნიერი და მომღიმარი ფეხბურთელი იყო.
მატჩის განაცხადა:
მეკარეები: ვალდესი, პინტო
მცველები: პუიოლი, პიკე, მილიტო, ალვეში, აბიდალი, მაქსველი, ადრიანო
ნახევარმცველები: მასკერანო, ბუსკეტსი, კეიტა, ხავი ინიესტა, ტიაგო, აფელაი
თავდამსხმელები: ხეფრენი, ბოიანი, მესი, ვილია, პედრო.
ვარჯიშის სურათებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ



