მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტას 55 დღეა სრული მატჩი არ ჩაუტარებია

ინიესტას 55 დღეა სრული მატჩი არ ჩაუტარებია

ლუის ენრიკე ინიესტას ხშირად ასვენებს – ესპანელს 55 დღეა არ უთამაშია 90 წუთი.

ანდრეს ინიესტამ დაისვენა ხიხონის “სპორტინგთან” მატჩში (5:1). ესპანელმა ითამაშა 23 წუთი “სელტასთან”. აშკარაა, რომ მიმდინარე სეზონში ინიესტას სათამაშო დრო შემცირებულია. მან 130 წუთი გაატარა მინდორზე ლა ლიგის უკანასკნელ მატჩებში. აქედან, 71 წუთი ითამაშა მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ.

ინიესტამ ბოლოს 90 წუთი “ვილიარეალის” წინააღმდეგ(1-1) ითამაშა. მომდევნო ლა ლიგის მატჩში, ის სკამზე იყო, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და 3  ლა ლიგის მატჩი გამოტოვა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ანდრესის დაცვა დაღლილობისგან ლუის ენრიკეს ერთ-ერთი ამოცანა გახდა. წესით, ინიესტა მზად უნდა იყოს “კამპ ნოუზე” პსჟ-სთან მატჩისთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (62)

  • msd2004
    schedule 08 მარ 2017, 12:55

    იმედია ბელერინი მიხვდება რომ უნდა მოვიდეს ბარსაში არსენალში ვერაფერს ვერ მიაღწევს

  • barcamaria
    schedule 08 მარ 2017, 01:42

    მორატა ცოდოა რეალში…. არ უნდა დაბრუნებულიყოო…. ბენზემას რო გამჯობინებენ იქ რაღა უნდაა:-დ… უნდა წავიდეს მისთვის ჯობია