workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
18 გოლეადორი “ბარსას” შემადგენლობაში

18 გოლეადორი “ბარსას” შემადგენლობაში

მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონას” საკმაოდ ბევრ გოლს იტანს. პეპ გვარდიოლას გუნდში 18 ფეხბურთელია, რომლებსაც კი გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში. აქ იგულისხმება “პრიმერა დივზიონში”, ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე  გატანილი გოლები. აბიდალის გოლი “ბილბაოს ატლეტიკის” კარში გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ გოლის წყალობით აბიდალი შეუერთდა, პიკეს, პუიოლს, ხეფრენს, მილიტოს,ფონტასს, ვასკესს, ნოლიტოს და მაქსველს, რომლებსაც ერთი გოლი აქვთ გატანილი. ალვეში(2), ჩავი(3), კეიტა, ბუსკეტსი, ინიესტა, ბოიანი(4), პედრო როდიგესი(12), დავიდ ვილია(12), ლიონელ მესი(27). სულ “ბარსამ” 80 გოლი გაიტანა, ჩატარებულ 29 ოფიციალურ მატჩში.

 

“ბარსას” შემადგენლობაში მხოლოდ სამი ფეხბურთელია, რომლებსაც საერთოდ გოლი არ აქვთ გატაანილი: აფელაი, მაშერანო და ადრიანო. განსხვავებით აფელაისგან, რომელსაც დებიუტი “ბილბაოსთან” ბოლო სამი წუთი ჰქონდა, ადრიანოს 583 წუთი აქვს უკვე ნათამაშები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში