workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხესეს არ სჯერა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავა

ხესეს არ სჯერა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავა

მადრიდის “რეალის” ყოფილ თავდამსხმელ ხესე როდრიგესს, რომელიც ახლა არენდით “ლას პალმასის” ღირსებას იცავს, არ სჯერა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავა. შეგახსენებთ, რომ “ბარსამ” პსჟ-სთან პირველი თამაში 0-4 წააგო.

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ “ბარსელონამ” სასურველი ანგარიშით დაამარცხოს “პარი სენ-ჟერმენი” და მომდევნო ეტაპზე გავიდეს. პსჟ-მ პირველ მატჩში ძლიერი თამაში აჩვენა. მინდა, რომ 1/4 ფინალში პსჟ გავიდეს.” – ციტირებს მის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის 8 მარტს გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward