ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ლეონარდო ბონუჩი კატალონიის “ბარსელონაში” ტრანსფერს არ გამორიცხავს.
“კატალონიური ენის სწავლა? ვინ იცის, შესაძლოა, ერთხელაც ეს გავაკეთო.”-ციტირებს იტალიელის სიტყვებს Mediaset Premium.
ბონუჩის კონტრაქტი “იუვენტუსთან” 2021 წლის ზაფხულში იწურება. მას გუნდის მთავარ მწვრთნელთან, მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი ჰქონდა.

