”ჰამბურგისა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ელჯერო ელიამ განაცხადა, რომ ძალების მოსინჯვა სურს ისეთ გრანდებში, როგორებიცაა ”ბარსელონა”, მადრიდის ”რეალი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი”. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელის შეძენა ”ლივერპულის” მესვეურებს სურთ.
”ჰამბურგი” შესანიშნავი გუნდია. მე ბევრი ვისწავლე ბუნდესლიგაში და ამის გამო კლუბისადმი მადლიერი ვარ. ჩემი დიდი სურვილია ვითამაშო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, როგორებიცაა ”ბარსელონა”, მადრიდის ”რეალი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი”. მე შემსწევს იმის ძალა, რომ ასეთი დონის გუნდებში ავთამაშდე. ჩემი კლასი მე სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰოლანდიის ნაკრებში წარმოვაჩინე” – ფეხბურთელის სიტყვები გერმანულ ”bild”-ს მოჰყავს.
ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის მას მხოლოდ ერთი შეთავაზება აქვს. ფეხბურთელის არენდით აყვანა ”უიგანს” სურს.



