“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის მომდევნო თავკაცი “სევილიას” მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი უნდა იყოს. როგორც იცით, ასტურიელი ლუის ენრიკე მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბლაუგრანას” დატოვებს.
“გადაწყვეტილება ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სამპაოლის ავირჩევდი. მან ჩილეს ნაკრებთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. კოპა ამერიკის მოგება რთული დავალება იყო, მაგრამ ხორხემ ეს შეძლო.
მას ამ პოსტზე გამარჯვებულის მენტალიტეტის გამო დავნიშნავდი. მივიჩნევ, რომ გადაწყვეტილება კარგად უნდა იქნეს გააზრებული.”-ამბობს სტოიჩკოვი.
Sampaoli imedia
Mova
მართალია
მართალია ეს კაცი მე სამპაოლი ყველაზე მეტად მეიმედება
sampaoli an kumani au blanic gaasworebda samive moviyvanot 😀