მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოჩეტინო: “ბარსელონა”? არ მსურს ამაზე საუბარი”

პოჩეტინო: “ბარსელონა”? არ მსურს ამაზე საუბარი”

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, “ბარსელონაში” მის შესაძლო გადასვლაზე საუბრობს.

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პოჩეტინო კი, როგორც პრესა იტყობინება, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილება.

“არ მსურს ამაზე საუბარი, რადგან “ტოტენჰემში” ბედნიერი ვარ. გარდა ამისა, ხალხს ხშირად სიტყვები სხვაგვარად ესმის. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ფეხბურთი – ეს ბიზნესია, ჩემი სახელი სიაში კი – სრულიად ნორმალური მოვლენა. საერთოდ, ეს დღევანდელ ფეხბურთში ყოველდღიური მოვლენაა.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში