workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოჩეტინო: პსჟ ნეიმარის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს

პოჩეტინო: პსჟ ნეიმარის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, El Larguero-სთან ინტერვიუში გუნდის ლიდერების, ნეიმარისა და კილიან მბაპეს, შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, პარიზული კლუბი მათ დასარჩენად ყველაფერს აკეთებს. ორივეს პსჟ-თან მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

მედიაში არსებული ცნობების თანახმად, “ბარსელონა” ბრაზილიელის დაბრუნებით არის დაინტერესებული.

“პარი სენ-ჟერმენს” საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება სურს, რათა ისეთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნეს მიღწეული, როგორიც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. კლუბი ნეიმარისა და მბაპეს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

არგენტინელმა, აგრეთვე, კომენტარი ლეო მესის შესახებაც გააკეთა.

მესის მომავლის შესახებ ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.

“ბარსელონასა” და “ბაიერნის” დამარცხების შემდეგ, პოჩეტინოს გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 18:16
    #5

    ხოდა გავარდება ეხლა ლიგიდან და ორივეს გაუჩნდება სურვილი გუნდიდან გაქცევის.

  • El pistolero 9
    schedule 16 აპრ 2021, 14:49
    #4

    გვარდიოლამ ამის ტოტენჰემი სადაც დაიჭირა იქ გააბახა და ვნახოთ პსჟ-სთან რას იზამს

  • Iniesta_8
    schedule 16 აპრ 2021, 13:42
    #3

    ციტატა: Konrad de la Fuente
    მეგობრებო, ვინმემ მითხარით კარგი საიტი სადაც შევძლებ ფეხბურთების ყურებას. მობილურით ოღონე. gooool.org ვიცი, სხვები მითხარით.


    Mar tv მობილური აპლიკაციაა, უფასოა და ყველა ქართული და ბევრი უცხოური არხია,მათ შორის სპორტულები : სეტანტა, სილქ უნივერსალი და კიდე რამდენიმე სხვადასხვა სპორტის.

  • Konrad de la Fuente
    schedule 16 აპრ 2021, 13:39
    #2

    მეგობრებო, ვინმემ მითხარით კარგი საიტი სადაც შევძლებ ფეხბურთების ყურებას. მობილურით ოღონე. gooool.org ვიცი, სხვები მითხარით.

  • Erekle
    schedule 16 აპრ 2021, 12:51
    #1

    Arginda neymari ansu gvayvs da demble kidr rincao da konradi jobia ganvitardnen eseni da da neýmaris moyvans halandi moiyvanon