“ბარსელონამ”, ხიხონის “სპორტინგთან” გამარჯვების შემდეგ (6:1), აღდგენითი ვარჯიში გამართა.
პირველ გუნდს სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებიც შეუერთდნენ: მარლონ სანტოსი, კარბონელი, ალენია, კაპტოუმი, პაიკი, მარკ კარდონა და გუმბაუ.
სავარჯიშო სესიას ამერიკული ფეხბურთის კლუბის, “ნიუ ინგლენდ პატრიოტსის” მოთამაშე, რობ გრონკოვსკი დაესწრო, რომელიც “სპორტინგთან” მატჩსაც ადევნებდა თვალს.
