workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Qatar Airways “ბარსელონასთან” კონტრაქტს გააფორმებს

Qatar Airways “ბარსელონასთან” კონტრაქტს გააფორმებს

კომპანია Qatar Airways, უახლოესი 4 წლის მანძილზე, “ბარსელონასთან” თანამშრომლობას გააგრძელებს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, Qatar Airways კატალონიური კლუბის ოფიციალური ავიაკომპანია გახდება და ამ პერიოდის განმავლობაში მას 50 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ მომენტისთვის, ორივე მხარის ადვოკატები კონტრაქტის ზოგიერთ ნიუანსს სწავლობენ და როცა ყველაფერი შეთანხმდება, ხელშეკრულების გაფორმება ოფიციალურად გამოცხადდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ახალი სატიტულო სპონსორი იაპონური ინტერნეტ-კომპანია, Rakuten გახდა. ახალი სპონსორის სახელწოდება “ბარსელონას” მაისურზე 2017 წლის 1 ივლისიდან გამოჩნდება. შეთანხმება 4 სეზონზე გაფორმდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward