ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს “ბარსელონაში” მუშაობაზე ჰკითხეს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ კატალონიელთა დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
“ბარსელონას” გაწვრთნა? არა, მე “არსენალში” დარჩენას ვამჯობინებ. ასე იყო ყოველთვის, ჩემი სურვილი არ შეცვლილა. სხვა კლუბებში სამუშაოს არ ვეძებ. აქცენტს იმაზე ვაკეთებ, რომ მომდევნო დონეზე გადავიდე და “არსენალის” თამაშის გაუმჯობესება შევეცადო. კარგი მენეჯერები ყოველთვის ცდილობენ უკეთესები გახდნენ.” – განაცხადა ვენგერმა.
ფრანგ სპეციალისტს “არსენალთან” კონტრაქტი 2016/17 სეზონის დასრულებამდე აკავშირებს.