workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
6:1 “ხიხონთან” – ოპტიმიზმის საფუძველი

6:1 “ხიხონთან” – ოპტიმიზმის საფუძველი

2008 წლის შემოდგომას “ბარსელონას” გულშემატკივრები დიდი იმედებით შეხვდნენ – მათ საყვარელ გუნდს სათავეში კატალონიელთა ლეგენდარული კაპიტანი, ხოსეპ გვარდიოლა ჩაუდგა. სპეციალისტმა, რომელიც სამწვრთნელო გამოცდილების სიუხვით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, პირველივე სატრანსფერო ფანჯრის დროს, შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა. გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ზედიზედ 2 წარუმატებელი წლის შემდეგ, მათი საყვარელი გუნდი, ახალ სეზონს, წარმატებით დაიწყებდა. თუმცა, ასე არ მოხდა.

26 აგვისტოს, “ბარსამ”, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ვისლასთან” 0:1 წააგო. 5 დღის შემდეგ, იგივე განმეორდა ლა ლიგაში, “ნუმანსიასთან” გასვლით მატჩში, 13 სექტემბერს კი, კატალონიელებმა, პრიმერას მე-2 ტურში, ქულები უკვე საკუთარ კედლებში დაკარგეს, ითამაშეს რა 1:1 სანტანდერის “რასინგთან”.

გუნდის ლეგენდარული კაპიტნის, მთავარ მწვრთნელად დიდი იმედებით დანიშნული პეპ გვარდიოლასთვის ამაზე უარესი სტარტი, ალბათ, წარმოუდგენელი იყო.

გარდამტეხი 2008 წლის 21 სექტემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში გამართული შეხვედრა გამოდგა. კატალონიელები ხიხონში ჩავიდნენ, ადგილობრივ “სპორტინგთან” სათამაშოდ. მესის დუბლით, ჩავის, ინიესტასა და ეტოოს გოლებითა და გარსიას ავტოგოლით, “ბარსამ” 6:1 მოიგო. ამ თამაშით დიდი ერა დაიწყო. “ბარსამ”, ლა ლიგაში, 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შექმნა და იმ სეზონში, საბოლოოდ, ყველა ტიტული მოიგო.

2017 წლის პირველ მარტს, “ხიხონთან” გასამართი მატჩის წინ, “ბარსელონას” მდგომარეობა კვლავ არცთუ სახარბიელო იყო, მიუხედავად ესპანეთის თასის ფინალში ყოფნისა. ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი თამაში 0:4 აქვს წაგებული, ესპანეთის ჩემპიონატში კი, კატალონიელებს კონკურენტ “რეალზე” 5 ქულით მეტი ჰქონდათ დაკარგული.

გუშინ, “ბარსამ” ასტურიული გუნდი კიდევ ერთხელ დაამარცხა 6:1 და “რეალს”, დაკარგული ქულებით, მიუახლოვდა.

იმედი ვიქონიოთ, “ხიხონთან” 6:1 მოგება “ბარსელონასთვის” სეზონში გარდამტეხი კიდევ ერთხელ იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward