workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჩავის პრესკონფერენცია

ჩავის პრესკონფერენცია

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა. გუშინდელი მატჩი მისთვის 550– ე იყო, იგი კლუბის რეკორდსმენი გახდა. სიმბოლურია ეს მატჩი მან კაპიტნის სამკლაურით ჩაატარა.
ჟურნალისტებმა ჩავის ბუნებრივია კითხეს “ოქროს ბურთზე” ასევე მას ისიც, მოახსენეს, რომ იგი მთავარი ფავორიტია ამ დავაში. “მთავარია ბურთი “ბარსელონაში” დარჩება, მე გამიხარდება როგორც ჩემი მოგება, ასევე პარტინიორის გამარჯვება. მთავარია იგი ერთ– ერთ ჩვენთაგანს ერგება. ინიესტა და მესი ჩემი უდიდესი მეგობრები არიან. გუშინ 550–ე მატჩი იყო ჩემთვის “ბარსელონას” რიგებში ეს საუკეთესო შედეგია, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ. “ბარსელონა” ჩემს გულშია და დარჩება მასში ყოველთვის, “ბარსელონა” არის ჩემთვის ყველაფერი, სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი წყარო. ახლა რომ გადავხედო ჩემს კარიერას ბევრი შთამბეჭდავი რამ გამახსენდება, 13 “ელ კლასიკო”, 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა. წარმატებული გამოდგა ჩემი კარიერა ახლავე შემიძლია ვთქვა და ამაში უდიდესი წვრილი “ბარსელონას” მიუძღვის”.
“გუშინდელ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა. “ატლეტიკი” კარგი გუნდია, “სან – მამესზე” თამაში კი ყოველთვის რთულია. ისე თუ ასეა ჩვენ გავედით შემდეგ ეტაპზე. ამ თასს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გახსოვთ ალბათ ტრიპლეტის სეზონში, სწორედ ამ თასით დაიწყო ჩვენი წარმატება”.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (19)

  • Tyler Durden
    schedule 09 ნოე 2021, 08:22
    #19

    ბარსას ფილმს ვუყურე.. დოკუმენტურს, ''მიიღე ბურთი, გადაეცი ბურთი''. გუარდიოლას ფეხბურთზე და ისტორიაში საუკეთესო გუნდზეა. ლოგიკურია, ვინ იღებს ფილმს რიგით გუნდზე. ყველა მომენტს თვალცრემლიანი ვუყურებდი, არა იმიტომ, რომ იმ გუნდს მივსტირი და ახალი ხავი, ინიესტა და მესი უნდა შევქმნათ, არამედ იმიტომ, რომ ხელახალი რესურსით ისტორიის გამეორება შეგვიძლია, ამისთვის კიდევ კარგი, გამოცდილი, ისტორიაში საუკეთესო გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრის მოსვლა იყო საჭირო. იმ ფილმში ბოლოსკენ იყო მონაკვეთი, როცა ხავიზე ამბობდნენ, რომ ის დაბრუნდება, დაბრუნდება სახლში და შექმნის რაღაც ნაცნობს, მაგრამ ახალი სისხლით. იმდენად თეატრალური და ფილმის სცენარივით დაემთხვა ეს ფილმი და ბარსას მოვლენები, რომ არ შემეძლო თქვენთვის არ გამეზიარებინა. იმედია ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ჩემეულ სცენარშია. შვილიშვილებს ზუსტად ასეთ ამბებს უყვებიან და ეს თუ ასე მოხდა, ჩემს შვილიშვილებს რაღაც ამაღელვებელის მოსმენა მოუწევთ ბაბუსგან, რომელმაც ეს ყველაფერი მისი თვალით ნახა.

  • GEO-BARCA
    schedule 09 ნოე 2021, 00:42
    #18

    ციტატა: Snuh
    წარმატებები.. <3 ერთი სული მაქ როდის მოვა თამაშის დღე

    1 თამაშში ვერავერს დაადგენ მეგობარო ფლიკის მაგიის იმედი მაქ მეც მაგრამ მაინც ვიტყვი ასე!

  • Snuh
    schedule 08 ნოე 2021, 22:35
    #17

    წარმატებები.. <3 ერთი სული მაქ როდის მოვა თამაშის დღე

  • ron10mess10
    schedule 08 ნოე 2021, 20:10
    #16

    🙌🙌🙌🙌🙌🙌🙌🙌

  • me da barca
    schedule 08 ნოე 2021, 20:02
    #15

    შეტევა, პრესინგი, შეტევა. ისეთი შემტევი გუნდი უნდა გახადო ბარსა, რომ თავისსავე საჯარიმოში მივახრჩოთ მეტოქე გუნდები. მესმის, რომ ეს უცებ არ მოხდება და ისიც მესმის, რომ ფეხბურთელებიც ჭირდება. აბა დებილივით პირ დაღებული ლენგლეს და მისნაირების იმედად ჩემი მტერი იყოს.

  • Barca1980
    schedule 08 ნოე 2021, 19:31
    #14

    ის რასაც ენრიკეს მერე ველოდებოდით უამრავი კულე , ვინს მშიშარა და ფრეზე მოთამაშე მწვრთნელებს აპროტესტებდა !!! ეჭვიც არ მეპარება იმაში , რომ მომავალ წლამდე მაესტრო მებრძოლ და ლაღად მოთამაშე გუნდს შეკრავს .

  • M10 S9 D11
    schedule 08 ნოე 2021, 19:26
    #13

    თვალზე ცრემლი მომადგა კითხვის დროს უბრალოდ ზედმეტია რამის თქმა გარდა ერთისა კეთილი იყოს სახლში შენი დაბრუნება მაესტრო barca-4 barca-4

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 08 ნოე 2021, 19:09
    #12

    მაესტრო

  • C.PC5
    schedule 08 ნოე 2021, 18:29
    #11

    სიტყვები ზედმეტია, მაესტრო თავის ოპერაში დაბრუნდა და ორკესტრსაც მალე ააწყობს❤️💙

  • Albicelecte
    schedule 08 ნოე 2021, 18:21
    #10

    "უმტიტისთან და ლანგლესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისინი ნულიდან იწყებენ."
    აბა ხომ არ იტყოდა ჰიჯოს დელ პუტა მადრეო?!?!?!

  • iniesta
    schedule 08 ნოე 2021, 18:20
    #9

    ნანატრი დრე დადგა ხავი დაბრუნდა თან იდეალურ დროს როცა ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა და როგორც თვითონ თქვა ყველაფერი 0-იდან დაიწყება.წარმატებები

  • rivaldo80
    schedule 08 ნოე 2021, 18:17
    #8

    ძალიან ბევრს დაერხა ისეთი დისციპლინა იქნება დიდი შანსია ზოგმა ვერც გაუძლოს.რაც მთავარია ბავშვებს ხედავს და პირველ რიგში ეგენი აინტერსებს.ხმამაღალი ტრანსფერები 99% არ ამართლებს მარტო ბარსაში არა ყველგან ეგრეა დაუკვირდით.თუ ბირთვი არა გუნდში ვინც გინდა მოიყვანე აზრი 0.ელემენტარულად ორ წელში კუმანმა დაცვის ბირთვი ვერ შეკრა მცველმა კაცმა დაცვა ვერ დალაგა საერთოდ რაზეა საუბარი.

  • La Pulga10
    schedule 08 ნოე 2021, 18:17
    #7

    აი ეს მესმის.გილოცავთ ბარსას ნამდვილი მწვრთნეკი ჰყავს.აზრზე ხათ?ტიტეს ადგილს სთავაზობდნენ და მაინც დაელოდა სანამ ბარსას დაჭირებოდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 ნოე 2021, 18:17
    #6

    მისი ნალაპარაკებიდან უკვე ჩანს რომ რევოლუციას აპირებს გუნდში.. თითქმი ყველაფერზე ილაპარაკა რაც გამოსასწორებელია, გენაცვალე მაესტრო მჯერა შენი❤💙

  • Moriba
    schedule 08 ნოე 2021, 18:03
    #5

    აი კუმან ასე უნდა ლაპარაკი შე კუტუ და რაც შეეხება ჩავის წარმატებები ინტერვიუშიც ჩანს რო ყველა ფეხბურთელს მიცემს შანს❤💙

  • Kaka
    schedule 08 ნოე 2021, 18:02
    #4

    ფეხბურთელებს ვარჯიშში ამოხდებათ სული ცოტა ტრაკს გაანძრევენ კარგია…ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც კარგად ჩამოაყალიბა.წარმატებები მაესტრო🙌🏼

  • Norman Bates
    schedule 08 ნოე 2021, 17:58
    #3

    ჯერ მარტო საუბარზე ეტყობა ინტელექტის დონე და გამარჯვებულის მენტალიტეტი, რაც დარწმუნებული ვარ გუნდსაც გადაეცემა

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 17:51
    #2

    გვარდიოლა? პეპთან შედარება უკვე წარმატებაა. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესი მწვრთნელია.
    მეორე საუკეთესო ჩვენ გვეყოლება შენი სახით.

  • kanja
    schedule 08 ნოე 2021, 17:44
    #1

    კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩავი!..