მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” ლუის ენრიკე ჩაუდგა სათავეში ხალხი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ კლუბმა ტრადიციული სათამაშო სტილი დაივიწყა. ასტურიელმა სპეციალისტმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონას” თამაშს განაპირობებს მეტოქის ქმედებები. ზოგჯერ, მოწინააღმდეგე გუნდი ჩვენს ნახევარზე პრესინგს მიმართავს. ოპონენტები პროგრესირებენ, ჩვენ კი მუდმივად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.
თუ მეტოქე თავისუფალ ზონას გიტოვებს, ბურთის კონტროლი თვითმიზანი არ არის, რადგან ასეთ შემთხვევაში საჯარიმოში შესვლა 2 გადაცემის საშუალებით შეიძლება. მიზანი არის გოლი.”-ციტირებს ენრიკეს Sport.



