“ბარსელონას” ფეხბურთელები, ხავიერ მასკერანო და არდა თურანი, რომლებიც ტრავმების გამო იძულებულები იყვნენ პრიმერას 24-ე ტურის მატჩი გამოეტოვებინათ (“ატლეტიკო” – “ბარსელონა 1:2), ხიხონის “სპორტინგის” წინააღმდეგ, 25-ე ტურის მატჩში თამაშს შეძლებენ, რომელიც ხვალ, 1 მარტს შედგება.
ამის შესახებ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“არდამ და მასკერანომ კარგად იმუშავეს. ვიმედოვნებ, ხვალ ისინი ხელმისაწვდომები იქნებიან და ექიმები ამას დაადასტურებენ. რაც შეეხება მატჩს, “სპორტინგი” – ეს სახიფათო გუნდია, თუმცა, როგორც ცხრილის ქვედა ნაწილის ყველა გუნდი. მათ გადარჩენისთვის მცირე დრო აქვთ, ამიტომ, ყოველი შემდეგი თამაში მათთვის მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ენრიკემ.



