ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჭორებს, რომლის თანახმადაც მან, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს, ხუმრობით უპასუხა.
“მე ესპანურს ვსწავლობ? სკოლაში მთელი ძალებით ვცდილობდი, რომ იტალიური მესწავლა! გარდა ამისა, მე კარგად ავითვისე ტურინული დიალექტი, ასე რომ ახლა ყველაფერი კარგადაა.” – განაცხადა ალეგრიმ.
არაოფიციალური ინფორმაციით, კატალონიელთა სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა, რომელიც მასიმილიანო ალეგრისთან ერთად “მილანში” მუშაობდა და მას კარგად იცნობს, ცდილობს “ბარსელონას” ხელმძღვანელობა დაარწმუნოს, რომ არჩევანი 49 წლის იტალიელი სპეციალისტის სასარგებლოდ გააკეთოს.