მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რომა” ვერმაელენს არ გამოისყიდის და სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსაში” დააბრუნებს

“რომა” ვერმაელენს არ გამოისყიდის და სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსაში” დააბრუნებს

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ტომას ვერმაელენი, რომელიც ამჟამად არენდის წესებით “რომაში” თამაშობს, სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ კლუბში დაბრუნდება, იტყობინება Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, რომაელებს 31 წლის ბელგიელის გამოსყიდვის უფლება აქვთ, თუმცა მის გამოყენებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ვერმაელენი რომაულ კლუბში არენდით ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელმა “რომას” მაისურით სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი ერთი ყვითელი ბარათია.

“ბარსელონაში” ბელგიელი მცველი 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. კატალონიურ კლუბთან მისი კონტრაქტი 2019 წლამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში