კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა, სადაც ორივე გუნდზე ისაუბრა.
“მადრიდის “ატლეტიკო” უმაღლესი დონის გუნდია და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ მასპინძლები კარგ და ხარისხიან თამაშს შემოგვთავაზებენ.
ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ “ვისენტე კალდერონზე” კარგი თამაში ვაჩვენოთ და სახლში 3 ქულით დავბრუნდეთ. გუნდი მოტივირებულია და გამარჯვება სწყურია.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



