მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ “ბარსელონაში” დაბრუნება სურდა

ალვესს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ “ბარსელონაში” დაბრუნება სურდა

“ბარსელონას” ყოფილ მცველს, დანიელ ალვესს, “იუვენტუსში” გადასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ კატალონიურ კლუბში დაბრუნება სურდა, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, მზიანი ბარსელონას შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურინის კლიმატზე შეჩვევა ვერანაირად შეძლო. გარდა ამისა, მას “ბიანკონერის” თამაშზე ადაპტირება გაუჭირდა. ალვესმა იცოდა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანური გრანდი ფლანგის მცველის ძიებაში იქნებოდა, რადგან ლუის ენრიკე ალეიშ ვიდალზე იმედებს არ ამყარებდა. ამასთან დაკავშირებით, ალვესი “ბარსელონას” წარმომადგენლებს დაუკავშირდა და კლუბში დაბრუნების სურვილი ამცნო, მაგრამ მისი წინადადების გამო მას მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, რომ მისი დრო ამ კლუბში ამოიწურა.

ალვესმა “ბარსელონა” ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთი სეზონით შეეძლო გუნდში დარჩენა. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა “ბარსელონას” ხელმძღვანელებს ყალბი და უმადური ხალხი უწოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში