“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზე საუბრობს.
“ლუის ენრიკეს ვიცნობ. ვიცი, რომ მას “ბარსელონას” ამჟამინდელი პრობელემები აწუხებს. რატომ არავინ უჭერს მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გააკეთა? მის მიერ მოგებული ყველა ტიტულის გათვალისწინებით, ის მხარდაჭერას იმსახურებს. “ბარსელონას” მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მოდის სხვადასხვა ადგილიდან და სხვადასხვა ადამიანისგან, რომლებიც ენრიკეს აკრიტიკებენ. ვერ განსჯი იმას, ვინც ყველა ტიტული მოიგო. ეპოქის დასასრულზე საუბარი არავის შეუძლია.
ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. არჩევანი მხოლოდ მასზეა. მის მომავალში არ ჩავერევი. თუ ის კონტრაქტის გახანგრძლივებას გადაწყვეტს, კლუბი ამას მხოლოდ მიესალმება. თუ უარს იტყვის, მას მადლობა უნდა გადავუხადოთ ბოლო 3 წლის მიღწევებისთვის”.



