მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: ისკო, შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს

MD: ისკო, შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს

კატალონიური Mund Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ისკო მადრიდის “რეალს” დატოვებს, გამორიცხული არაა, ის “ბარსელონას” შეუერთდეს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ისკოს ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როდესაც ის, 2013 წელს, “მალაგადან” “რეალში” გადავიდა, თუმცა “ბარსელონა” ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც 24 წლის ფეხბურთელის მომსახურებითაა დაინტერესებული. მისი შეძენა “იუვენტუსს”, “სიტის” და “ჩელსისაც” უნდა.

ისკო, მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო, ზაფხულში კლუბის შეცვლისკენ იხრება. მან მიდმინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ 11-ჯერ მოხვდა.

ისკოს კონტრაქტი “რეალთან” ძალაშია 2018 წლის ივნისამდე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში