მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “კრიტიკა ჩემზე არ მოქმედებს”

ლუის ენრიკე: “კრიტიკა ჩემზე არ მოქმედებს”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ლეგანესთან” მატჩამდე ისაუბრა.

“კრიტიკა ჩემზე არ მოქმედებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამი წლის განმავლობაში გუნდის გაწვრთნას ვერ შევძლებდი.

საბედნიეროდ, მედიასა და კლუბს შორის დიდი დისტანციაა.

მე არ ვუსმენ პრესას და არ ვაპირებ ეს უახლოესი კვირების განმავლობაში გავაკეთო. ტელევიზორსა და რადიოს 10 მეტრის მანძილზე გვერდს ვუვლი.

სამშაბათის მატჩის შემდეგ რთული თამაში გველის. კარგი იქნება იმის ხილვა, თუ ვის როგორი რეაგირება ჰქონდა რთულ სიტუაციაში.

ყოველდღე ჩემს თავში პსჟ-სთან მარცხი ტრიალებს და ეს კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, მაგრამ ამაზე აქცენტის გაკეთება არ გვმართებს. ჩვენ სხვა მატჩებიც გვაქვს.

რაც უახლოეს თვეებში მოხდება, არანაირი კავშირი ექნება ჩემს სამომავლო გადაწყვეტილებაზე. მე ჯერ კიდევ არაფერი გადამიწყვეტია.

მესმის, რომ ზოგიერთს სიტუაციის შერყევა სურს. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენ გვჭირდება ბურთი, უნდა შევუტიოთ, დავიცვათ მთელი გუნდი და არ მივცეთ მეტოქეს საშუალება, რომ ჩვენს საჯარიმოში შემოვიდეს.” – განაცხადა ენრიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში