მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” როსალესითა და მორენოთი დაინტერესდა

“ბარსელონა” როსალესითა და მორენოთი დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონა” გუნდის ტრავმირებული მარჯვენა განაპირა მცველის, ალეიშ ვიდალის, რომელიც მომდევნო სეზონამდე იუქმებს, შემცვლელის ძიებას განაგრძობს.

ესპანელი ფეხბურთელის მძიმე და ხანგრძლივი ტრავმის გამო “ბარსელონას” უფლება აქვს ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძინოს ლა ლიგიდან ან თავისუფალი აგენტი გაიფორმოს.

ბოლო დროს აქტიურად მიდიოდა საუბარი “ეიბარის” მცველი ანდერ კაპაზე, თუმცა ბასკური კლუბი ფეხბურთელის გაშვებას არ დათანხმდა.

ამ დროისათვის “ლურჯ-ბროწეულისფრები” ორ კანდიდატურას განიხილავენ: რობერტო როსალესი (“მალაგა”) და ხუანფრან მორენო (“დეპორტივო”).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში