კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” განაპირა მცველით, ექტორ ბელერინით კვლავ არის დაინტერესებული.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში დარჩენა სურს (რაც თავად თქვა), კატალონიელთა სპორტული დირექტორი, რობერტ ფერმამდესი მიუნხენში, “ბაიერნსა” და “არსენალს” შორის მიმდინარე შეხვედრას ესწრება, რათა ესპანელის თამაშს დააკვირდეს.
ექტორ ბელერინი “ბარსელონას” მიერ არის აღზრდილი.


