“ბარსელონა” ემზადება მატჩისათვის, იგი ბილბაოში ადგილობრივი დროით 12.05 წუთზე ჩაფრინდნენ. გუნდის ჩაფრენა დაგეგმილი იყო ადგილობრივი დროით 12 საათზე, მაგრამ თვითმფრინავმა ბილბაოს აეროპორტში დაჯდომა 5 წუთით დააგვიანა. ეს დაგვიანება ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა. მიზეზი ჟურნალისტებისათვის უცნობია.
ეს იყო პირველი “ბარსელონური ფრენა” იბრაჰიმ აფელაისთვის. რომლის დებიუტიც შესაძლოა დღეს “სან – მამესზე” შედგეს.
ბილბაოში 20 ფეხბურთელი ჩაფრინდა, ამ ვიზიტს სანდრო როსელი და ტექნიკური დირექტორები ხელმძღვანელობდნენ. ეს პირველი ჩაფრენა ბილბაოში არ არის. დაახლოებით 3 თვის წინ კატალონიელები ესტუმრნენ, ბილბაოს, ეს მატჩი “სან – მამესზე” 25 სექტემბერს შედგა და “ბარსელონამ” 1:3 იმარჯვა კეიტას, ჩავის და ბუსკეტსის გოლების წყალობით. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლეო მესის.
მატჩი დღეს ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიწყება, ხოლო თბილისის დროით ხვალ 01:00 საათზე.


