კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი მატჩის წინ პარიზელთა თავკაც უნაი ემერიზე ისაუბრა.
“უნაი ემერის ძალიან კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე უძლიერეს გუნდს გამოიყვანს. პსჟ შეეცდება ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს. ვფიქრობ, სანახაობრივი მატჩი იქნება.
ემერი “ბარსელონას” შესანიშნავად იცნობს. არ ვიცი არსებობს თუ არა მწვრთნელი, რომელიც “ბლაუგრანას” უნაიზე ხშირად დაუპირისპირდა. მან იცის ჩვენ რასაც ვაკეთებთ და შეეცდება საფრთხე შეგვიქმნას.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



