“ბარსელონას” გოლკიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიური კლუბის მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსებზე საუბრობს.
“პრიმერას მოგება? მხოლოდ ჩვენი მატჩების მოგება შეგვიძლია. ჯერჯერობით, ამას თავს კარგად ვართმევთ და ღირსეულ თამაშს ვაჩვენებთ. მეტოქეებს ჩვენი კარის აღების ცოტა შანს ვთავაზობთ და ვიგებთ. ვიტანთ ბევრს, რაც ნიშნავს, რომ დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად ვთამაშობთ”, – აცხადებს ტერ შტეგენი.
ამჟამად, “ბარსელონა” მადრიდის “რეალს”, რომელსაც 2 მატჩით ნაკლების აქვს ჩატარებული, 1 ქულით ჩამორჩება.



