“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონასთან” გასამართი პირველი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
“ბარსელონა” კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ამჟამად პსჟ-ში ვიმყოფები, მომწონს მისი პროექტი, თავს ვგრძნობ, როგორც სახლში, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა “ბარსელონაში” თამაშს.
“ბარსას” მსოფლიოს 3 საუკეთესო თავდამსხმელი და ინიესტაც ჰყავს. ადრე იყო ჩავი – ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველი. ასეთი ფეხბურთელის დანაკლისი შესამჩნევია. სასიამოვნია, რომ მას მადარებენ. ეს მაიძულებს კიდევ მეტი ვიმუშავო.
“ბარსელონაში” გადასვლა? აწყმოზე ვფიქრობ და არა მომავალზე”, – აცხადებს ვერატი.

