workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნახევარმცველის ჩავარდნა და აღმავლობა

ნახევარმცველის ჩავარდნა და აღმავლობა

2004 წელს, გაბრიელ მარკოტიმ ”The Times”-ში გამოაქვეყნა სტატია ”ბარსელონას” ლეგენდაზე, პეპ გვარდიოლაზე. ეს სტატია არ ეხებოდა გვარდიოლას შესანიშნავ კარიერას, არც მის მიერ კრიტიკის უგულვებელყოფას და უმაღლეს დონეზე თამაშს. სტატიაში საუბარი იყო, თუ რამდენად უსარგებლო იყო გვარდიოლა 2004 წლის ფეხბურთში.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გვარდიოლა უარყოფილი იქნა, როგორც ფეხბურთელი. ჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშის ძირითადი საქმიანობა დაცვის ხაზის წინ დგომა და თანაგუნდელების პასებით მომარაგება იყო. ეს სტატია სწორედ მაშინ დაწერა მარკოტიმ, როდესაც გვარდიოლა თავისი კარიერის პიკში იმყოფებოდა.

მაგრამ რეალობა იყო ის, რომ პეპი აღარავის უნდოდა. 2000 წლების დასაწყისში ევროპა, ცენტრში მოთამაშე ორი ტიპის ფეხბურთელებმა შეიპყრეს – უხეშად მოთამაშე (ბურთისთვის აგრესიულად მებრძოლი) ნახევარმცველებმა, და კლასიკური გაგების ”10 ნომრიანებმა”. დავიდსი-ზიდანი და კინი-სქოულზი იყვნენ ყველაზე კარგი მაგალითები ასეთი ”დამანგრეველ-შემქმნელი” მოდელისა.

ციტატა მარკოტის სტატიიდან: ”მისი ნახევარმცველური უნარები მოძველებულია… თანამედროვე ფეხბურთის კარი გვარდიოლას ტიპის ფეხბურთელებისთვის დაკეტილია… მიუხედავად შესანიშნავი ფორმისა, მისთვის ადგილი არსად არაა…”

ციტატა გვარდიოლას ინტერვიუდან: ”მე არ შევცვლილვარ… ჩემი შესაძლებლობები არავის დაუკნინებია. საქმე ისაა, რომ თვითონ ფეხბურთია სხვაგვარი. ახლა თამაშები უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ფიზიკურობას უფრო დიდი ყურადღება ექცევა. უნდა შეგეძლოს ბურთის მოპოვება, როგორც პატრიკ ვიეირას და ედგარ დავიდს. თუ კარგი გადაცემის გაკეთებასაც შეძლებ, ეს შენთვის პლუსია. მაგრამ ნახევარმცველთა ძირითადი საქმიენობა ამჟამად დაცვაში თამაშია. ჩემი სტილის ფეხბურთელები აღარ არიან.”

ეს იყო 2004 წელს. ახლა კი, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს პეპ გვარდიოლა ხელმძღვანელობს. შესაბამისად, თავისი ფეხბურთელების თამაშის სტილი, სწორედ რომ გვარდიოლას თამაშის სტილზეა მორგებული.  სულ რაღაც 6 წლის წინ, ეს სტილი უარყოფილ იქნა. ახლა კი მთელი მსოფლიო ცდილობს მასზე გადაეწყოს.

საოცარია, როგორ უცბად შეიცვალა ყველაფერი. გვარდიოლას სტილით მოთამაშე ფეხბურთელების საჭიროება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2000 წლების სისტემა (4-4-2) შეიცვალა. ძირითადი სათამაშო სქემა ასეთი გახდა: 4-2-3-1 და 4-3-3. ეს იმის მანიშნებელია, რომ ნახევარდაცვის ხაზში დამატებითი ადგილი წარმოიშვა და ე.წ. ”დამანგრეველ-შემქმნელ” მოდელს ”გადამცემიც” დაემატა.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ცვლილება მოხდა ამის შემდეგ. გაბატონდა ე.წ. ”მაკელელეს როლი”, რამაც საგრძნობლად შეასუსტა ”10 ნომრიანების” როლი.

ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი სტილი წმინდად ”ბარსელონას” შექმნილია. არც ის იქნება მართალი, თუ ვიტყვით, რომ გვარდიოლას შექმნილია ჩავი და ინიესტა, ისინი კლუბმა შექმნა. თუმცა, ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ სწორედ გვარდიოლა იყო მათი შთაგონების წყარო.  

ასე რომ, არ გამართლდა იმ ხალხის მოლოდინები, ვინც თვლიდა, რომ ფიზიკური სიძლიერე გაიმარჯვებდა. სინამდვილეში პირიქით მოხდა – დღეს ტექნიკა უფრო მნიშვნელოვანია. და მართალია, 6 წლის წინ გვარდიოლა ზედმეტი იყო, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ახლა მისი ფილოსოფია ყველა მწვრთნელისთვის მისაბაძია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში