“იუვენტუსის” ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის ფინალს იხსენებს. 29 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონასა” და “რეალის” ვარსკვლავებზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა.
“არასდროს დამავიწყდება ეს დღე, 6 ივნისი, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივაღწიეთ. დავამტკიცეთ, რომ “ბარსელონასთან” ბრძოლა შეგვიძლია. ალბათ, იმ მომენტში, როდესაც ვფიქრობდით, რომ მოვიგებდით, წავაგეთ. ანგარიში გავათანაბრეთ, ამიტომ კიდევ გვინდოდა გატანა, რამაც პირველად მატჩში ჩვენს ნახევარზე ბევრი თავისუფალი სივრცე დატოვა. ჩვენი შეცდომების გამო “ბარსელონამ” გატანა შეძლო, მაგრამ გოლის შემდეგ, მიუხედავად თავდამსხმელების გალაქტიკური შემადგენლობისა, ბევრი მომენტი არ შეუქმნია. დაცვაში, პრაქტიკულად, კარგად ვიდექით, მაგრამ ერთხელ მანევრისთვის სივრცე დარჩა, რისი გაკეთებაც დაუშვებელია, თუ მესის, ნეიმარისა და სუარესის წინააღმდეგ თამაშობ. არ მარცხმა გვასწავლა, რომ მატჩის ბოლომდე კონცენტრირებული უნდა იყო და არასდროს იფიქრო, რომ მოგება უკვე ჯიბეშია.
მესი და რონალდუ მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან. თოთოეულს თავისი გზა აქვს. მესის ბუნებრივი ნიჭი აქვს, რონალდუმ კი თავისი თავი შექმნა. ისინი ფენომენები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის სტიმულირებას მმატებდა, ამიტომ არა 100, არამედ 110 პროცენტით უნდა დაიხარჯო.
ყოველთვის მომწონს ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში, რადგან ასეთ მატჩებში შენში რაღაც ხდება, რაღაც არაჩვეულებრივი, რაც ჩვეულებრივ მატჩებში არაა. შესაძლოა, ეს ისაა, რის გამოც თავდაუზოგავად უნდა ვიმუშავო კარიერის ბოლომდე”, – აცხადებს ბონუჩი.

