workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “ალავესის” ძალაზე მეტყველებს ის, რომ მათ პირველ წრეში დაგვამარცხეს”

ენრიკე: “ალავესის” ძალაზე მეტყველებს ის, რომ მათ პირველ წრეში დაგვამარცხეს”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ალავესი” საქებარი სიტყვებით მოიხსენია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეტოქე იქნება. მატჩი დღეს, “ალავესის” სტადიონზე გაიმართება.

“ალავესის” ძალაზე მეტყველებს ის, რომ მათ პირველ წრეში დაგვამარცხეს. ეს გუნდი ახლა შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. ამიტომაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა სამი ქულა მოვიპოვოთ. ჩვენთვის ამაზე უფრო რთული დავალება არ შეიძლება იყოს.” – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “ალავესი” ასევე ესპანეთის სამეფო თასის ფინალშიც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელიც 27 მაისს გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward