“ბარსელონას” მცველმა, ლუკა დინმა აღიარა, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლა “რომაში” მიღწეული პროგრესით დაიმსახურა.
“რომაში” ერთი წელიწადი, გულშემატკივრების სიყვარულის წყალობით, დიდებული გამოდგა.
კლუბმა შესაძლებლობა მომცა, რომ საკუთარ თავში დავრწმუნებულიყავი და ამის გამო მისი მადლიერი ვარ, რადგან ამის გარეშე აქ არ აღმოვჩნდებოდი. ყველაფერი დიდებულად მოხდა.
არ ვიცი, რამდენად რთული იქნება რომაელებისთვის “იუვენტუსს” დაეწიონ. “იუვეს” მრავალი წლის მანძილზე შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, კლუბი ყველა მიმართულებით კარგად მუშაობს.
მაგრამ “რომა” ბოლო 3-4 სეზონი კარგად გამოიყურება, გუნდი თანდათან ძლიერდება, გასული სეზონი ნამდვილად კარგი იყო.
და ამ წელს ისინი ოდნავ უკან არიან, ამიტომაც შეუძლიათ რაღაცას დიდი დარტყმა მიაყენონ.” – განაცხადა დინმა.


