კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კოპა დელ რეის ფინალური მატჩის გასამართ სტადიონზე ისაუბრა.
“მსგავსი პრობლემა ყოველწლიურად მეორდება. მე თითოეული კლუბის მდგომარეობაში შევდივარ და მათ პოზიციას ვხედავ, ამ თემაზე საერთოდ არ ვნერვიულობ.
პირადად ჩემთვის, მნიშვნელობა არ აქვს სად და როდის გაიმართება სამეფო თასის ფინალი.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



