ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “ალავესი” დაუპირისპირდებიან, მატჩი 27 მაისისთვისაა დაგეგმილი.
ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ სტადიონზე გაიმართება ფინალური შეხვედრა. “ალავესს” ბილბაოს “ატლეტიკის” სტადიონი, “სან მამესი” სურს. როგორც იცით, “ალავესი” ბასკური გუნდია და არცაა გასაკვირი, რომ მათი სურვილი მატჩის ბასკეთში ჩატარებაა.
შეგახსენებთ, რომ “დეპორტივო ალავესი” თავისი 96-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად გავიდა კოპა დელ რეის ფინალში.