ჟურნალისტებმა მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კოპა დელ რეის ფინალის “სანტიაგო ბერნაბეუზე” შესაძლო ჩატარებაზე ჰკითხეს.
– თასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “ალავესი” შეხვდებიან. შესაძლებელია თუ არა, რომ მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართოს?
– გამორიცხულია, რომ ფინალური მატჩი “ბერნაბეუზე” შედგეს, რადგან სტადიონზე სამუშაოები იქნება დაწყებული.
სავარაუდოდ, სამეფო თასის ფინალს “ატლეტიკოს” “ვისენტე კალდერონი” ან “ვალენსიას” “მესტალია” უმასპინძლებს.