workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უეფას 100-ეულში ”ბარსას” 8 ფეხბურთელი მოხვდა

უეფას 100-ეულში ”ბარსას” 8 ფეხბურთელი მოხვდა

”ბარსას” რამდენიმე ფეხბურთელისათვის 2011 წელი კარგად დაიწყო, ვინაიდან მათ ადგილი მოიპოვეს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულში, რომელიც შეადგინა ”უეფამ”.
აღნიშნულ სიაში შესულები არიან ევროპული გრანდების ფეხბურთელები, თუმცა არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ”ინტერი” და ”ბარსელონა” ფეხბურთელთა თანაბარი და ყველაზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილები – ორივე გუნდიდან 8 ფეხბურთელი. ”ინტერის” ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება: ჟულიო სეზარი, ლუსიო, დიეგო მილიტო, ვალტერ სამუელი, ესტაბან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მაიკონი და უესლი სნეიდერი. საოცარია, მაგრამ აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა სამუელ ეტო’ო.
ცოტა ცინიკურები თუ ვიქნებოდით, შეიძლება გვეთქვა, რომ ”ბარსადან” 9 ფეხბურთელია წარმოდგენილი. მაგრამ, ვინაიდან დავიდ ვილია გუნდს 2010 წლის მეორე ნახევრიდან შეუერთდა, მისი კანდიდატურა, როგორც ”ბარსას” ფეხბურთელის, არ განიხილება.
ჩვენი მოსისხლე მტრის, მადრიდის ”რეალიდან” მხოლოდ ოთხი ფეხბურთელია წარმოდგენილი (იგუაინი, კასილიასი, სერხიო რამოსი და კრიშტიანუ რონალდუ), თუმცა ეს სია უფრო დიდი იქნება, თუ მას დავუმატებთ მადრიდელთა ზაფხულის შენაძენებს (იოზილი, დი მარია და ხედირა).
ამ სიაში მოხვდნენ ”ბარსას” ყოფილი ფეხბურთელებიც ჯიოვანი ვან ბრონხორსტი და მარკ ვან ბომელი. ასეულში შევიდა სესკ ფაბრეგასიც.
მიუხედავად სტაბილურობისა, სიაში ვერ მოხვდნენ ”ბარსელონას” ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დანი ალვესი, ერიკ აბიდალი და ხავიერ მასკერანო. ასეულში ვერ შევიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელიც შესანიშნავად ახდენს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას იტალიურ ”მილანში”, თუმცა ვერაფერი შეძლო ”ბარსელონაში”, რის გამოც მას გუნდის დატოვება მოუხდა.
”ბარსელონას” ფეხბურთელებიდან აღნიშნულ სიაში შევიდნენ ვიქტორ ვალდესი, სერხიო ბუსკეტსი, პედრო, ჩავი, კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა და რა თქმა უნდა, ლიონელ მესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward