“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ ფეხის დაზიანება მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს, “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ, გამოტოვებს, იტყობინება AS.
წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის აღდგენით პროცესს 15-დან 20 დღემდე დასჭირდება. ამგვარად, ის არამხოლოდ პრიმერას 22-ე ტურის მატჩს (“ალავესი” – “ბარსელონა”) გამოტოვებს, არამედ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრასაც.
მასკერანომ ტრავმა “ატლეტიკოსთან”, კოპა დელ რეის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში მიიღო. კატალონიელები “ალავესთან” გასვლით მატჩს 11 თებერვალს ჩაატარებენ, “პარი სენ-ჟერმენთან” კი 14 თებერვალს – პარიზში.