“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, “ატლეტიკოსთან” მატჩში (1:1) არბიტრის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც ურუგვაელს სამ წუთში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
“გაძევება? ჩვენ უკვე გვესმის, თუ როგორაა ყველაფერი მოწყობილი. იქ ჯარიმაც კი არ იყო. მე უბრალოდ მოვბრუნდი, მსაჯს კი, როგორც ჩანს, მოედნიდან ჩემი გაძევება სურდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა კლუბი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
როდესაც წითელი ბარათი დავინახე, გამეცინა. ეს აუხსნელია, მაგრამ ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ. ყოველ შემთხვევაში, ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და “ატლეტიკო” კერკეტი კაკალი იქნებოდა.” – განაცხადა სუარესმა.



