მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანომ ტრავმა მიიღო და “ალავესთან” ვერ ითამაშებს

მასკერანომ ტრავმა მიიღო და “ალავესთან” ვერ ითამაშებს

“ბარსელონას” მცველი, ხავიერ მასკერანო ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩს, “ალავესის” წინააღმდეგ, გამოტოვებს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმა “ატლეტიკოსთან” საპასუხო მატჩში მიიღო. მასკერანოს მარჯვენა ფეხის წვივის კუნთების არეში დაზიანება აღმოუჩინეს და ამ მომენტისთვის, მისი “ალავესთან” მატჩში მონაწილეობა გამორიცხულია.

“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის სამეფო თასის 1/2 ფინალური დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში – 3:2) და კატალონიური კლუბი ფინალში გავიდა. “ალავესთან” გასვლით მატჩს კატალონიელები 11 თებერვალს ჩაატარებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში