workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო მოტა: “მიხარია, რომ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავეხმარე”

ტიაგო მოტა: “მიხარია, რომ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავეხმარე”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და “პარი სენ ჟერმანის” ამჟამინდელმა იტალიელმა ნახევარმცველმა, ტიაგო მოტამ ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე ექსკლუბზე ისაუბრა.

“ბარსელონას” გულშემატკივრები შესანიშნავები და მგზნებარენი არიან. მათ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ისინი შენ განგაწყობენ, რომ მინდორზე ყველაფერი გააკეთა გუნდის დასახმარებლად.

საკუთარ თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რადგან “ბარსელონას” 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავეხმარე. ძალიან ბევრ ფეხბურთელს სურს ამ დონის გუნდში თამაში, მე კი გამიმართლა.

ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება? ამ წყვილში ფავორიტი, რა თქმა უნდა, “ბარსელონაა”. ჩვენ მათ უკვე ბევრჯერ ვეთამაშეთ და გარკბეულწილად ვიცით თუ რას მოიმოქმედებენ კატალონიელები.” – განაცხადა მოტამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward