ბოლო დღეებში “ბარსელონას” ცენტრალური მცველის რონალდ არაუხოს “იუვენტუსში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა, მაგრამ დღეისათვის სიტუაცია შეიცვალა.
ხშირად იწერებოდა, რომ “იუვე” არაუხოს დამატებას ცდილობდა და “ბლაუგრანადან” წასვლაზე თანახმა იყო თავად ურუგვაელი უკანახაზელი, ინიგო მარტინესის ტრავმის მიუხედავადაც კი, მაგრამ ფეხბურთელმა აზრი შეიცვალა და კატალონიური კლუბის იანვარში დატოვება გადაიფიქრა.
Sport-ის ცნობებით, არაუხომ “ბარსაში” დარჩენა გადაწყვიტა.
კატალონიური წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა დეკუმ რონალდი დარჩენაში დაარწმუნა. დეკუმ ურუგვაელის საკითხი გუშინ ღამე გადაჭრა. “ბლაუგრანასა” და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება.
Relevo-ს ჟურნალისტის მატეო მორეტოს ცნობით, “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა არაუხოს უკვე ესაუბრა კიდეც, მაგრამ წუხელ ყველაფერი შეიცვალა. 25 წლის მცველი “ბარსელონაში” დარჩება.
ხო უხანგრძლივებენ და ხელფასსაც უმატებენ.
არაუხო საჭირო კაცი კლდეა, მისი გაშვება? დიდი შეცდომა იქნება…
ვინის კოშმარია, როცა არაუხოა, ვინი ლიკვიდირებულია.
ალბად დააკვირდით იმენნა ვინის სახე აელეწა და წაეშალა 
ჯერ მარტო მაგიტომ არ უნდა გაუშვათ, რომ ვინის სისხლს უშრობს
კლასოკოზე მაგრა ვიღადავე, არაუხო რო გამოვიდა მინდორზე, კადრი ვინიზე გადავიდა
იმედია გაახანგრძლივებს და ზაფხილში არ წავა
ნუ რეალის გა***ვა აღმოჩნდა მნიშვნელოვანი;
ყვლა ამას ადანაშაულებდა პსჟ-თან მარცხში და ლიგის წაგებაში, მაგის გამო იყო ხასიათ აქოცებული;
გაივლის ეგეც