workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი, მესი და პუიოლი მზად არიან “ბილბაოსთვის”

აფელაი, მესი და პუიოლი მზად არიან “ბილბაოსთვის”

ხვალ (ზეგ გამთენიისას 12 ის შემდეგ) გაიმართება მატჩი “ატლეტიკ” ბილბაოსთან”. ამ მატჩისათვის მზად იქნებიან, ლეო მესი რომელიც დაბრუნდა არდადაგებიდან, კარლეს პუიოლი, რომელმაც ტრავმა მოიშუსა და იბრაჰიმ აფელაი, რომელსაც უკვე შეეძლება თამაში. 

დღეს დილას გუნდმა ივარჯიშა დახურულ კარს მიღმა “სიუდად ესპორტივაზე”. კარლეს პუიოლი დაუბრუნდა ვარჯიშს, ასევე ლეო მესიც. “ბილბაოსათვის” 20 კაცი ემზადება, ასევე არიან მეორე გუნდიდანაც მინიო, ბარტრა და ტიაგო ალკანტარა. მაგრამ ამ სამიდან მხოლოდ და მხოლოდ ტიაგო წავა “სან – მამესზე” სათამაშოდ, მინიო და ბარტრა განაცხადში ვერ მოხვდნენ.

რაც შეეხება დანაკლისს, “ბარსელონას” “ბილბაოში მაქსველი ვერ დაეხმარება, იგი არც დღევანდელ ვარჯიშზე იმყოფებოდა. საერთო ჯამში კი დღევანდელ ვარჯიშზე 21 ფეხბურთელი იმყოფებოდა მეორე გუნდის ფეხბურთელების ჩათვლით. 

გთავაზობთ განაცხადს “ბილბაოსთან” მატჩისათვის:

მეკარეები: ვალდესი, პინტო

მცველები: ალვეში, მილიტო, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ადრიანო

ნახევარმცველები: ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, მაშერანო, აფელაი, კეიტა, ტიაგო

თავდამსხმელები: მესი, ვილია, პედრო, ბოიანი, ხეფრენი 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში