კატალონიის “ბარსელონას” ასტურიელმა დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ გუნდის ესპანელ უნივერსალ ალეიშ ვიდალზე ისაუბრა.
“ალეიშ ვიდალმა თამაშის ხარისხი ბევრად გააუმჯობესა და ეს მე ძალიან მახარებს. ეს დიდებულია სიახლეა, რომ გვყავს კიდევ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი.
ვიდალმა ბოლო რამდენიმე კვირაში გვაჩვენა, რომ ბევრი რამ გამოასწორა და გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა.
იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, რომ ალეიშს თამაში აშკარად მოსამატებელი ჰქონდა. ესპანელი ახლა შესანიშნავად თამაშობს და უმაღლესი დონის ფეხბურთს გვაჩვენებს.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



