“ატლეტიკოს” მცველი, ფილიპე ლუისი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გასვლა შეუძლია. ამისთვის, დიეგო სიმეონეს შეგირდებს 7 თებერვალს, კამპ ნოუზე “ბარსელონას” დამარცხება მოუწევთ. პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
“მოედანზე გამოსვლა და პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის გამოსწორება გვსურს. მეტოქის ნახევარზე პრესინგს უნდა მივმართოთ. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.”-ამბობს ფილიპე ლუისი.



